წმინდა ნინოს ხსენების დღე საჩხერში სამღვდელმთავრო წირვა აღესრულა
ღვთისმსახურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აღავლინა.
2026 წლის 27 იანვარს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო სამღვდელმთავრო წირვა აღესრულა. საღვთო ლიტურგია ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო მსახურება ტაძრის ირგვლივ საზეიმო ლიტანიობით დასრულდა.
27 იანვარი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღესასწაულია — ქართველთა განმანათლებლის, ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა წმინდა ნინოს ხსენების დღე.
წლევანდელი წელი ისტორიულად გამორჩეულია, რადგან საქართველოს ეკლესია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ზეიმობს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლით აღესრულა და ამ უდიდესმა მისიონერულმა მოღვაწეობამ განსაზღვრა საქართველოს სულიერი გზა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მოდიოდა ნინო მთებით.