საბერძნეთის ეკლესიამ 2024 წლის საქველმოქმედი ანგარიში გამოაქვეყნა
საბერძნეთის ეკლესიის საეკლესიო საქველმოქმედო დაწესებულებების საერთო რაოდენობა იყო 4,190, ხოლო იქ მომუშავე პერსონალის რაოდენობამ 14,934 შეადგინა.
საბერძნეთის ეკლესიამ 2024 წლის საქველმოქმედი ანგარიში გამოაქვეყნა
2025 წლის 6 ნოემბერს, სოციალური მზურნველობისა და კეთილდღეობის სინოდალურმა კომისიამ სინოდის სხდომაზე წარმოადგინა საბერძნეთის ეკლესიის მიერ 2024 წელს სოციალური და საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყოფილი ხარჯები.
2024 წელს საბერძნეთის ეკლესიის ეპარქიების მიერ სოციალური და საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 127,703,929.57 ევროს (დაახ. 400 მილიონი ლარი). ასევე საბერძნეთის ეკლესიის ეპარქიებმა ჯამში 2,728,534.51 კილოგრამის ოდენობის სხვადასხვა სახის საკვები დაარიგეს.
2023 წელს შესაბამისი მაჩვენებლები იყო 119,319,020.66 ევრო და 3,689,327.48 კილოგრამი საკვბი.
საბერძნეთის ეკლესიის საეკლესიო საქველმოქმედო დაწესებულებების საერთო რაოდენობა იყო 4,190, ხოლო იქ მომუშავე პერსონალის რაოდენობამ 14,934 შეადგინა.
2024 წელს საბერძნეთის ეკლესიის შემოწირულობებით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობა იყო 1,456,671, ხოლო 2023 წელს მათი რაოდენობა 1,296,512 იყო.
ადრე მჟკ-მა დაწერა, რომ საბერძნეთის ეკლესია ციფრულ ბანკს გახსნის - მედია.