29 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია ზენონ იყალთოელს იხსენიებს
ერთ-ერთ ასურელ მამა, რომლის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კახეთში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებაში.
ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი თორმეტი ასურელი მამათაგანი, VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა საქართველოში ქალაქ ანტიოქიიდან თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად იგი ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ კი კახეთში დააარსა იყალთოს მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე.
წმინდანი ცნობილია ქადაგებითი მოღვაწეობით, რომელმაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას კახეთის მთიანეთში. ზენონ იყალთოელი დაკრძალულია მის მიერ დაარსებულ მონასტერში, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.
მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება დღემდე არ შემონახულა, თუმცა ზენონ იყალთოელის სახელი მოხსენიებულია იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში, რაც მოწმობს მის სულიერ ღვაწლსა და გავლენას ქართულ ეკლესიაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტ ეგნატე კეკელიძეს 60 წლის იუბილე მიულოცეს.