არქიმანდრიტ ეგნატე კეკელიძეს 60 წლის იუბილე მიულოცეს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია არქიმანდრიტ ეგნატე (კეკელიძე)-ს, სარფის ლაზი მოწამეების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, 60 წლის იუბილეს ულოცავს და მას ღმერთის მადლსა და წყალობას უსურვებს.
,,ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის, სარფის ლაზი მოწამეების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეგნატე (კეკელიძე)-ს ვულოცავთ 60 წლის იუბილეს. ღვთის მადლი და წყალობა თანამავალი იყოს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა,“ — აღნიშნულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში.
ამა წლის 16 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სარფის ლაზი მოწამეების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენი ეგნატე (კეკელიძე) დაჯილდოვდა არქიმანდრიტის ხარისხითა და მიტრის ტარების უფლებით;
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ იოანეს დაბადების დღე სხვადასხვა ეპარქიებმა მიულოცეს.