6 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს უფლის წინამორბედის შობის სასწაულს

2824
06 ოქტომბერი 2025 12:35
23
იოანე ნათლისმცემელი. ფოტო: ღია წყარო იოანე ნათლისმცემელი. ფოტო: ღია წყარო

მაცხოვრის წინამორბედის, უდიდესი წინასწარმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებას, როგორც ღვთის უდიდესი წყალობის მოვლინებას კაცობრიობისადმი.

წმინდა სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის შობა იქცა წინასწარმეტყველების აღსრულებად და ახალი აღთქმის დასაწყისად. მისი მშობლები — მღვდელმსახური ზაქარია და მისი მეუღლე ელისაბედი — სიმართლითა და ღმერთის მსახურებით ცნობილი წყვილი იყვნენ, თუმცა მათ შვილები არ ჰყავდათ. სიბერის ასაკში, როცა ადამიანური იმედი გამქრალი იყო, ზაქარია ტაძარში მსახურებისას იხილავს მთავარანგელოზ გაბრიელს, რომელიც აუწყებს, რომ ელისაბედი შობას ძეს — იოანეს, მაცხოვრის წინამორბედს.

ანგელოზის სიტყვები ზუსტად აღსრულდა — ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო, ხოლო ზაქარია დროებით უტყვი გახდა, როგორც ნიშანი ღვთის განგების. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღება გახდა იმ სასწაულთა შორის, რომლებიც კაცობრიობას მაცხოვრის მოსვლისთვის ამზადებდა.

წმიდა იოანე ოქროპირი ამ დღესასწაულზე ამბობს:
„რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება... რაჟამს სიბერემან ხორცნი დააჭნვნა, მაშინ საშოი განუჭაბუკა ღმერთმან.“

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებას განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნავს, როგორც ღვთის მოწყალებისა და სასწაულის დღეს, რომელიც მორწმუნეებს ახსენებს, რომ ღვთის ნება ყოველგვარ ადამიანურ შეზღუდვაზე უზენაესია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 3 ოქტომბერი წმინდა ევტათისა და მისი ოჯახის ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ