ამერიკის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა
გადაწყვეტილება სერბეთის პატრიარქ პორფირის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ იქნა მიღებული.
2025 წლის 21 მაისს, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა სპეციალურ სხდომაზე გადაწყვიტა მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის - ოჰრიდის არქიეპარქიის კანონიკურობის აღიარება და მის ეპისკოპოსებთან, სასულიერო პირებთან და მორწმუნეებთან სრული ევქარისტიული ზიარების დადასტურება. ამის შესახებ ამე-ს წინამძღვარმა, მისმა უნეტარესობამ, მიტროპოლიტმა ტიხონმა, 2025 წლის 15 ივლისს, ფენიქსში (არიზონა) მიმდინარე XXI საყოველთაო ამერიკულ კრებაზე წარმოთქმულ მოხსენებაში განაცხადა.
მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება სერბეთის პატრიარქ პორფირის მოთხოვნით იქნა მიღებული, რომელმაც მიტროპოლიტ ტიხონისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მინიჭებული ტომოსის შესაბამისად, მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის - ოჰრიდის არქიეპარქიის ავტოკეფალიური სტატუსის აღიარება სთხოვა. ამჟამად, მიტროპოლიტ ტიხონისა და მისი უნეტარესი, ოჰრიდის მთავარეპისკოპოს სტეფანეს ოფისები ამზადებენ ორი წინამძღვრის ერთობლივ წირვას, რომელიც ვაშინგტონში, წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში უნდა ჩატარდეს.
როგორც მიტროპოლიტმა ტიხონმა სრულიად ამერიკულ საბჭოს აცნობა, ეს ერთობლივი წირვა მაკედონიის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საზეიმო ოფიციალური დადასტურება იქნება.
როგორც მჟკ წერს, დუმენკომ მაკედონიის ეკლესიის ტომოსს „ეგრეთ წოდებული“ უწოდა.