მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

2824
24 დეკემბერი 2025 10:42
67
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). ფოტო: ეპარქიის გვერდი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი). ფოტო: ეპარქიის გვერდი

განცხადება ეხება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წევრს, მონაზონ თეკლას (კუბლაშვილი).

ვციტირებთ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ გავრცელებული მიმართვის წერილის ტექსტს:

მონაზონ თეკლას (კუბლაშვილი)

კიდევ ერთხელ მოგმართავთ და მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მორჩილება თქვენი კანონიკურად დადგენილი ეპისკოპოსის წინაშე და გამოცხადეთ საეპარქიო სასამართლოზე!

აქვე განგიმარტავთ, რომ ამა წლის 5 მაისს თქვენ განტევებულ-იქენით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიიდან და ერთი თვის შემდეგ, როდესაც თქვენ დაუკავშირდით მღვდელმთავარს და აცნობეთ კონკრეტული დანაშაულის შესახებ, მან მამაშვილური შემწყნარებლობით, მის ომოფორქვეშ ისევ მიგიღოთ და პასუხსმგებლობა აიღო თქვენზე, რის შემდეგაც სინანულისთვის გაგზავნილ-იქენით კონკრეტულ მონასტერში, საიდანაც ჩვენთვის უცნობი გარემოებებიდან გამომდინარე, აღმოჩნდით ერში! მოგიწოდებთ დაუბრუნდეთ თქვენს საეკლეს კანონიკურ საზღვრებს და გამოცხადდეთ სასამართლოზე? გამოუცხადებლობის შემთხვევაში თქვენი საქმე განხილულ იქნება კანონიკური პროცედურის შესაბამისად!

გიორგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 24 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში წამებულთა და ღირს მამათა და დედათა ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ