ქვეყნდება ილია მეორეს სამძიმრის წერილი

2824
23 დეკემბერი 2025 14:17
25
ილია მეორე. ფოტო: ღია წყარო ილია მეორე. ფოტო: ღია წყარო

ჩვენც გულისტკივილით აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ შემოქმედს, სავანესა თვისსა განუსვენოს დეკანოზ აკაკის უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს იგი;

დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი იყო ხალხის ჭეშმარიტი მსახური და ძლიერი ლოცვის უნარით დაჯილდოებული სასულიერო პირი.
მიუხედავად იმისა, რომ მამა ცნობილი მღვდელმთავარი ჰყავდა, თავიდან თვითონ საერთოდ არ ფიქრობდა რელიგიურ გზაზე. მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა კლინიკური სიკვდილის შემდეგ მოხდა.
ამ პერიოდიდან მამა აკაკიმ მოღვაწეობა მთლიანად ეკლესიას დაუკავშირა და წუთისოფლის სარბიელი ბოლომდე ღირსეულად განვლო; მან მრავალი ადამიანის სული იხსნა ბოროტისაგან და ჯანმრთელობა დაუბრუნა. მადლიერი სამწყსო დღეს დიდი მწუხარებით ემშვიდობება მოძღვარს.


ჩვენც გულისტკივილით აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ შემოქმედს, სავანესა თვისსა განუსვენოს დეკანოზ აკაკის უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს იგი; ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ კი მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე, მომადლოს გულმხურვალე ლოცვა, მსგავსი იმისა, როგორც თვითონ ლოცულობდა მოყვასისათვის.

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნარაზენის ხარების ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა და მღვდლად კურთხევა აღესრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ