საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

2824
23 დეკემბერი 2025 13:44
32
საქართელოს პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი საქართელოს პატრიარქი ილია მეორე. ფოტო: საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალების გამო.

დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი იყო ხალხის ჭეშმარიტი მსახური და ძლიერი ლოცვის უნარით დაჯილდოებული სასულიერო პირი.
მიუხედავად იმისა, რომ მამა ცნობილი მღვდელმთავარი ჰყავდა, თავიდან თვითონ საერთოდ არ ფიქრობდა რელიგიურ გზაზე. მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა კლინიკური სიკვდილის შემდეგ მოხდა.
ამ პერიოდიდან მამა აკაკიმ მოღვაწეობა მთლიანად ეკლესიას დაუკავშირა და წუთისოფლის სარბიელი ბოლომდე ღირსეულად განვლო; მან მრავალი ადამიანის სული იხსნა ბოროტისაგან და ჯანმრთელობა დაუბრუნა. მადლიერი სამწყსო დღეს დიდი მწუხარებით ემშვიდობება მოძღვარს.


ჩვენც გულისტკივილით აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ შემოქმედს, სავანესა თვისსა განუსვენოს დეკანოზ აკაკის უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს იგი; ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ კი მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე, მომადლოს გულმხურვალე ლოცვა, მსგავსი იმისა, როგორც თვითონ ლოცულობდა მოყვასისათვის.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „წიგნიერი ლიდერის“ პირველი სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ