გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში წმინდა ხატები საზეიმოდ მიაბრძანეს

2824
22 დეკემბერი 2025 19:21
7
რელიგიური მსვლელობა. ფოტო: ხონის მუნიციპალიტეტის მერია რელიგიური მსვლელობა. ფოტო: ხონის მუნიციპალიტეტის მერია

საეკლესიო მსვლელობა ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და საზეიმო წირვით დასრულდა

გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის, ღირსი საბა განწმენდილისა და დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხატები საზეიმო მსვლელობით მიაბრძანეს.

მსვლელობა ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და გუბის წმინდა სამების სახელობის ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო საღმრთო წირვა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ აღავლინა.

საეკლესიო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი გოფოძემ, მერმა ლადო ჯურხაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა, მონაზვნებმა და მრავალრიცხოვანმა მრევლმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის წმინდა ეკატერინეს სახელობის ბაგა-ბაღი მოინახულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ