ბერთუბნის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღევლინა
წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, საღვთო მსახურება აღასრულა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.
2025 წლის 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბერთუბნის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღვთო მსახურება აღევლინა.
მსახურება აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი). მასთან ერთად თანამსახურებდა ყოვლადუსამღვდელოესი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, ასევე სხვა სასულიერო პირები.
სადღესასწაულო ლიტურგიას მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღვთისმსახურების დასასრულს მღვდელმთავრებმა მლოცველებს დღესასწაული მიულოცეს და წმინდანთა შემწეობა და კურთხევა უსურვეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.