18 დეკემბერს გაიმართება შეხვედრა სამების საკათედრო ტაძარში მღვდელ გიორგი ვაშალომიძესთან
შეხვედრა გაიმართება თემაზე — „მოწყალების მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებაში.“
18 დეკემბერს, 19:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, სამრეკლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „დავითიანნის“ არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება დიალოგი მღვდელ გიორგი ვაშალომიძესთან.
შეხვედრის თემა იქნება „მოწყალების მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებაში“. საუბარი დაეთმობა მოწყალების არსს ქრისტიანულ სწავლებაში, მის სულიერ მნიშვნელობასა და მრავალმხრივ გაგებას. როგორც ცნობილია, მოწყალება ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია და ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთი სწორედ მას ეძღვნება, რაც მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
შეხვედრაზე განხილული იქნება, რომ მოწყალება არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური დახმარებით და მოიცავს სულიერ მხარდაჭერას, თანაგრძნობასა და სიყვარულს მოყვასის მიმართ.
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ. ადგილები შეზღუდულია.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:
https://forms.gle/uTavxc8WuWVyzWT66
დაინტერესებულ პირებს ორგანიზატორები ქრისტესმიერი სიყვარულით ელოდებიან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ხობში ყოვლადწმიდა სამებისადმი სავედრებელი ლოცვა აღევლინა.