რუსთავში „ქართული გალობის ფესტივალი“ გაიმართება
ღონისძიებაში ქვემო ქართლის სხვადასხვა ტაძრების მგალობელთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
13 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება „ქართული გალობის ფესტივალი“.
ფესტივალში მონაწილეობენ რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, მანგლისისა და წალკის ტაძრების მგალობელთა გუნდები, რომლებიც მსმენელს მრავალსაუკუნოვანი ქართული საეკლესიო მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს შესთავაზებენ.
ღონისძიება ღიაა ყველასთვის და დასწრება სრულად თავისუფალია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გამოაქვეყნა, პატრიარქმა „ვეფხისტყაოსნის“ ორ უნიკალურ გამოცემას მილოცვა მიუძღვნა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ