საღოლაშენში ახალაშენებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი იკურთხება
მროველ-ურბნელი ღვთის მსახურებას მიტროპოლიტი იობი სოფელ საღოლაშენში ჩაატარებს.
7 დეკემბერს სოფელ საღოლაშენში მნიშვნელოვანი საეკლესიო ღონისძიება გაიმართება — ახლადაგებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარი იკურთხება. კურთხევის რიტუალს ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აღასრულებს.
საზეიმო საღვთო მსახურება 09:00 საათზე დაიწყება.
ეკატერინე მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ მაქსიმინუსის (305-313 წწ.) მმართველობის პერიოდში. ალექსანდრიაში ჩასული იმპერატორი წარმართულ დღესასწაულს დაესწრო.
მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს მიმდევრებს. ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. მან ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართები. ეკატერინეს სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუხმო, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია, რის შემდეგაც იმპერატორის ბრძანებით ისინი ცეცხლში დაწვეს.
იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ეკატერინეც, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა მისმა სულის სიმტკიცემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი საკვირაო ლიტურგიას ჩაატარებს.