ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიას ახალი ადმინისტრაციული საბჭო ჰყავს
ეპისკოპოსმა საბამ საბჭოს ხელმძღვანელი და წევრები წარადგინა — მანდატი ორი წლის ვადით განისაზღვრა.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული საბჭოს განახლებული შემადგენლობა. საბჭოს თავმჯდომარე ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი საბა იქნება.
მღვდელმთავრის მიერ დანიშნული წევრები, რომელთა მანდატიც ორი წლის ვადით გახანგრძლივდა, არიან:
* დეკანოზი ნიკოლოზ ჟურავსკი
* მღვდელმონაზონი ირინეოსი (შენგელია)
* ქალბატონი თეა ქუთათელაძე
2025 წლის პლენარული ასამბლეის მიერ არჩეულ წევრთაგან, ასევე ორი წლის ვადით, საბჭოში შევიდნენ:
- დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი
* ბატონი გოჩა ბაჩიაშვილი
* ქალბატონი გურანდა (თამარ) მოისწრაფიშვილი - საბჭოს მდივნის მოვალეობას მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე) შეასრულებს.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია ახალ საბჭოს წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სარკის მამათა მონასტერში დიაკვნად კურთხევისას უწმინდესი მსახურება შესრულდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.