სარკის მამათა მონასტერში დიაკვნად კურთხევისას უწმინდესი მსახურება შესრულდა

24 ნოემბერი 2025 12:38
315
ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა იობმა ნიკოლოზ ბუზალაძე დიაკვნად აკურთხა.

2025 წლის 23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება შედგა. მსახურება აღავლინა ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა.

ლიტურგიის დროს მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად აკურთხა გელათის სასულიერო სემინარიის სტუდენტი და ქარელის წმინდა მღვდლმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი — ნიკოლოზ ბუზალაძე. ახალადკურთხეული მამა ნიკოლოზი მსახურებას სწორედ ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში გააგრძელებს.

მრევლი სულიერი სიხარულით ულოცავს მამა ნიკოლოზს დიაკვნად კურთხევას — ღმერთმა დალოცოს მისი გზა, გააძლიეროს და შეაძლებინოს ღირსეული, სიყვარულით სავსე მღვდლური მსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიამ გიორგობის დღესასწაული ზეიმით აღნიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ