ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ტაძარი აკურთხეს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აკურთხა წალენჯიხის მთავარანგელოზთა ტაძარი.
ამა წლის 15 ნოემბერს მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, აკურთხა წალენჯიხის მთავარანგელოზთა ტაძარი.
წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მრევლი დალოცა და მიულოცა ტაძრის კურთხევის დღესასწაული, ასევე ეპარქიაში შეტანილი განსაკუთრებულული წვლილისათვის კი სამადლობელი სიგელი, გადასცა ბ-ნ ზვიად ქუხილავას.
მთავარანგელოზთა ლოცვით, უფალმა დალოცოს და გაახაროს, ნაყოფისშემომწირველნი და კეთილისმყოფელნი წმიდისა ამის ტაძრისა. ამინ!
ტაძრის კურთხევას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის სასულიერო პირები და მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დაბადების დღეს ულოცავს დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას.
0
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ