ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია დაბადების დღეს ულოცავს დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას

14 ოქტომბერი 2025 13:48
312
ზუგდიდის მთავარხუცესი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ზუგდიდის მთავარხუცესი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

დეკანოზი დაიბადა 1962 წლის 14 ოქტომბერს აბაშაში.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია,დაბადების დღეს ულოცავს, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას. ღმერთმა დაგლოცოთ,გაგახაროთ,ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფოთ მამაო.
დეკანოზმა 1979 წელს დაამთავრა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკამათემატიკის სკოლა-ინტერნატი.

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, რადიო-ფიზიკოსის სპეციალობით.

1984-87 წლებში მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის სოხუმის ფიზიკის ტექნიკურ ინსტიტუტში 

უმცროს მეცნიერ-მუშაკად.

1984-86 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1987-99 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე მასწავლებლად. 

1974 წლის 8 მარტს მოინათლა სოხუმის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში. 

ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა 1989 წლიდან, იყო სოხუმის ხარების საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი.

1999 წლის 28 აგვისტოს საქართველოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა 

გერასიმემ (შარაშენიძე) ვლაქერნის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, 2000 წლის 19 მარტს კი იმავე ტაძარში აკურთხა მღვდლად. 2001 წლის 15 ივლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში.

2009 წლის 19 სექტემბერს დააჯილდოეს გამშვენებული ჯვრის, ხოლო 2013 წლის 15 ივლისს _ მიტრის ტარების უფლებით.

დეკანოზი მალხაზ ჭანტურია მსახურობს ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ და ზუგდიდის მთავარხუცესად.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ