ასიათასი მოწამის ხსენებისადმი მიძღვნილი მსვლელობა და პარაკლისი ჩატარდება თბილისში

2824
12 ნოემბერი 2025 10:40
22
100 ათასი მოწამის ხატი. ფოტო: ღია წყარო 100 ათასი მოწამის ხატი. ფოტო: ღია წყარო

12 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათზე, ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრიდან ასიათასი მოწამის ხიდისკენ საზეიმო მსვლელობა გაიმართება.

12 ნოემბერს, თბილისის ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრიდან, საღამოს 22:00 საათზე, გაიმართება მსვლელობა ასიათასი მოწამის ხსენების პატივსაცემად. მორწმუნეები ტაძრიდან წმინდანების სახელობის ხიდისკენ გაემართებიან — იმ ადგილისკენ, სადაც ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისათვის თავგანწირულ წმინდანებს თავი მოკვეთეს.

ხიდზე დეკანოზი იოანე როსტიაშვილი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აღავლენს პარაკლისს მოწამეთა სულების მოსახსენებლად.

ღონისძიება დასრულდება ბეთლემის ტაძარში, სადაც ღამისთევის მსახურება გაიმართება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სურამისა და ხაშურის ეპარქიის დაარსებიდან 12 წელი აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ