გეთსემანიის ბაღი — ადგილი, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ ღამე ლოცვაში გაატარა
იერუსალიმის გეთსემანიის ბაღში დღემდე იზრდება ზეთისხილის ხეები, რომლებიც მეცნიერების ცნობით, შესაძლოა იმ ღამის მყარი მოწმეები იყვნენ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი წმინდა მიწაზე იმყოფება. ეპარქიის გვერდი გვიზიარებს ფოტო მასალას.
გეთსემანიის ბაღი, სადაც მახარებლების თხრობის თანახმად, მაცხოვარმა იესო ქრისტემ ჯვარცმის წინანდელი ღამე ლოცვაში გაატარა, დღეს იერუსალიმის ფარგლებშია მოქცეული. ეს წმინდა ადგილი მდებარეობს ეგრეთ წოდებული ქედრონის ღელეს გაღმა, ზეთისხილის მთის ძირას.
ბაღში დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ მრავალსაუკუნოვანი ზეთისხილის ხეები, რომელთაგან ზოგი, თანამედროვე მეცნიერული კვლევების მიხედვით, შესაძლოა თვით იმ ღამის მოწმე იყოს, როდესაც უფალი გეთსემანიაში ტკივილითა და მორჩილებით ლოცულობდა.
მახარებლების მიხედვით, მაცხოვარი ხშირად ესწრებოდა ამ ბაღს მოციქულებთან ერთად. როგორც ლუკა მახარობელი წერს:
„და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩვეულებაი აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა და მიზდევდნენ მას მოწაფენიცა მისნი“ (ლუკა 22,39).
გეთსემანიის ბაღი დღესაც რჩება ქრისტიანთა უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილად და ქრისტეს ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ვედრებით აღსავსე ეპიზოდის ცოცხალ სიმბოლოდ.