მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ვიზიტით იმყოფება ეგვიპტეში

2824
03 ნოემბერი 2025 08:19
26
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ეგვიპტეში. ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ეგვიპტეში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა შეხვდა პაპს.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ვიზიტით იმყოფება ეგვიპტეში, სადაც შეხვდა პაპსა და პატრიარქს დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე II-ს, ასევე მონაწილეობა მიიღო წირვაში, რა დროსაც მოხდა ახლადგამორჩეულ არქიმანდრიტ დამასკინოსის (ალაზრაი) მარიოტიდის ეპისკოპოსად კურთხევა. აღსანიშნავია, რომ მეუფე მელქისედეკი და ახლადნაკურთხი მეუფე დამასკინოსი ერთად სწავლობდნენ ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე და ასევე მათ ჰყავთ ერთი ხელდამსხმელი მღვდელმთავარი, როგორც დიაკვნად, ასევე მღვდლად - მიტროპოლიტი დამასკინოსი (კარპაფაკისი).

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2 ნოემბერი ღირსი მამა, აღმსარებელი და სალოსი, მამა გაბრიელის ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ