პატრიარქმა სამძიმარი გამოუცხადა დეკანოზ მიქაელის ოჯახს
2025 წლის 13 ოქტომბერს, კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კაპანაძე გარდაიცვალა.
დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო.
იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.
ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
16.10.2025
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
18 სექტემბერი 19:43