სკოლებში ღირებულებითი განათლების პირველი გაკვეთილები ჩატარდა
პროექტი საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება.
2025 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პროექტ ღირებულებითი განათლების, პირველი გაკვეთილები. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ისეთი საფუძვლიანი ღირებულებების განვითარება, როგორიცაა პატივისცემა, სამართლიანობა, თანაგრძნობა, სიყვარული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. პროგრამა უზრუნველყოფს როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება ურთიერთობის, თანამშრომლობისა და თვითშემეცნების უნარების გაძლიერებაში.
ღირებულებითი განათლების გაკვეთილები ეტაპობრივად დაინერგება ქვეყნის სკოლებში. მასწავლებლები სპეციალურ ტრენინგებს გადიან, რათა პროგრამის დანერგვა ეფექტურად განხორციელდეს და მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.
საპატრიარქოსა და სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, პროექტი ემსახურება ახალგაზრდებში სულიერი და ეთიკური ფასეულობების განმტკიცებას, რაც ქვეყნის განათლების სისტემის მნიშვნელოვან ინოვაციად იქცევა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი ბანას ტაძრის შესახებ სტუდენტური-სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.