საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს

2824
12 ოქტომბერი 2025 15:51
15
სვეტიცხოველი. ფოტო: georgian travel guide სვეტიცხოველი. ფოტო: georgian travel guide

ინფორმაცია მედია საშუალებებისთვის.

ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი "ბეიჯები".

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 987 055.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 13 ოქტომბერი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ