გარდაიცვალა მღვდელი თომა გოგოტიშვილი — უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელმსახური
მღვდელი თომა გოგოტიშვილი 1 ოქტომბერს გარდაიცვალა და 4 ოქტომბერს მისივე მსახურების ადგილას, უდაბნოს მამათა მონასტერში დაკრძალეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი თომა გოგოტიშვილი.
განსვენებული მღვდელი, 4 ოქტომბერს, ამავე მონასტრის ტერიტორიაზე დაკრძალეს.
,,მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ თომა გოგოტიშვილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ შემოქმედის ეპარქიას, მონასტრის საძმოს, მის ოჯახსა და ახლობლებს.
მამა თომა მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა ღვთის წინაშე და სიმდაბლითა და თავდადებით ემსახურებოდა ეკლესიასა და მორწმუნე ერს. მისი ხსოვნა სიკეთით დარჩება ყველას გულში, ვინც მას იცნობდა.“
ინფორმაციას facebook გვერდი: ,,საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმში წმინდა ილია მართლის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს.