წმინდა ნინოს ძუძუს წყარო ჯვრის მონასტერში

2827
20 ოქტომბერი 2025 16:25
292
წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებული "ძუძუს წყარო". ფოტო: ღია წყარო

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის სიახლოვეს მდებარე წყარო სასწაულმოქმედი ძალით კურნავს უშვილობას.

ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება.
ალბათ შეამჩნევდით პატარა სავანეს, სადაც შეფოთლილი ხეებია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. სწორედ, ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი წმინდა ნინომ რომ აღმოაჩინა და მას "ძუძუს წყარო" ეწოდა. ამ ადგილზე იყო "აკაკის ხე", რომელიც სასწაულებს ახდენდა, კურნავდა ნებისმიერი დაავადებით მისულ სნეულებს. სწორედ ეს თვისება აქვს ამ წყალსაც. მთავარია, მიხვიდე რწმენით, უფალი კი აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნას. რწმენით მისული უამრავი ადამიანი დღესაც მიდის შეწევნისათვის.
"ძუძუს წყალი" თავად წმინდა ნინოს მიერაა ნაკურთხი და შიგ მისი ცრემლებია შერეული. გემოვნებით დედის რძეს წააგავს. სახელწოდებაც აქედან მოდის-"ძუძუს წყაროს", თითქოს უმი, აუდუღარი რძის გემო აქვს, ოდნავ ტკბილი და დედის რძესავით ნოყიერი და ცხიმოვანია. რაც მთავარია, უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონეა, გნსაკუთრებით ქალბატონებისათვის, დაწყებული მკერდის სიმსივნიდან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის (მაგალითად, მეძუძური დედებისთვის რძის გაშრობა და ასე შემდეგ), წმენდს კუჭ-ნაწლავს და რაც მთავარია, უშვილოთა შემწეა.

ტაძრის კედელზე გამოფენილია იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც წყლის მიღების შემდეგ მშობლობის ხილვა განიცადეს. ზოგიერთი მათგანი შვილს 20 წლის განმავლობაში ელოდა. დღეს ტაძარი ყოველდღიურად ათეულობით წყვილს მასპინძლობს, განსაკუთრებით აქტიური კი შაბათ-კვირასაა. წყაროს კარი ყველასთვის ღიაა.

18 წელია, ამ ადგილს მამა ზაბულონი უვლის.

მომლოცველებს ის თბილი ღიმილით ხვდება და წყაროს მიღების წესებს გამოიყენება. ჩვენც ასევე დიდი სიყვარულით დაგვხვდა და მოგვიყვა ისტორია ამ ადგილის შესახებ.

წმინდა მოციქულთასწორი ნინო საქართველოში 323 წელს შემოვიდა. მოციქულების მიერ საქართველოსთვის ქრისტიანობის შემოტანამდე ერის უმეტესი ნაწილი წარმართობაში იყო. ღვთისმშობლის რჩევით, ნინო ივერიისკენ გაემგზავრა, რათა ქართველთა ერს ქრისტეს ნათლით გაენათლებინა.

ნინო სომხეთში წმიდა ქალწულმოწამეებთან – რიფსიმესთან, გაიანესა და 40 თანამოღვაწესთან ერთად ჩავიდა. მათ მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბასთან მივიდა და ჯავახეთის მთებიდან საქართველოში შემოვიდა. მისი მოვლენა და გზა ქართულ პოეზიაში აღინიშნება როგორც „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“ და „მთანი ჩრდილოსანი“, რაც ამ ადგილზე სიწმიდის სიდიადეს აღგვანებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ