ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მიტროპოლიტ აბრაამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ეპარქია განსვენებული მღვდელმთავრის სამწყსოს, ახლობლებსა და ნათესავებს უსამძიმრებს და მრევლს მიტროპოლიტ აბრაამისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ეპარქია სამძიმარს უცხადებს განსვენებული მღვდელმთავრის სამწყსოს, ახლობლებსა და ნათესავებს.
„დაუსრულებელსა შენსა დიდებასა, სახიერ, და სასუფევლისა სიტკბოებასა ჩვენგან მიცვალებული ესე დააწესე, რამეთუ მართლმადიდებლობით და სასოებით შენდამი მოისწრაფა“, — ნათქვამია ეპარქიის სამძიმრის განცხადებაში.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მორწმუნეებს სთხოვს, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებული მიტროპოლიტი აბრაამი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტმა გერასიმემ ეფრემ II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III-ის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე
დღეს 15:00
