საქართველოს პრეზიდენტი ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო
პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატრიარქ შიო III-ის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას დაესწრო.
ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღავლენდა.
სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ტაძარში შეკრებილ მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული — წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე — მიულოცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქმა შიო III-მ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
