ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითესა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
საღმრთო ლიტურგია აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). ღვთისმსახურებას თანამსახურებდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე), დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
ღვთისმსახურებას ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს მრევლი დაესწრო, რომელმაც წმინდა ლიტურგიაში ერთობლივი ლოცვით მიიღო მონაწილეობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტი გრიგოლი წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას ეწვია.
