ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ ტრენინგი ჩატარდა

გუშინ 19:07
32
„ღირებულებითი განათლების“ ტრენინგი „ღირებულებითი განათლების“ ტრენინგი

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების ჩამოყალიბებისა და შეხვედრების წარმართვის მეთოდები შეისწავლეს.

16-17 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში სასულიერო პირებისთვის „ღირებულებითი განათლების“ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების გახსნისთვის ემზადებიან.

ტრენინგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროგრამის — „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში გაიმართა.

მონაწილეობდნენ ვანისა და ბაღდათის, წალკის, მარგვეთისა და უბისის, რუისისა და ურბნისის, ზუგდიდისა და ცაიშის, ასევე ხონისა და სამტრედიის ეპარქიების სასულიერო პირები.

ტრენინგი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა. სამუშაო სესიებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მენეჯერი ანი კუდუხაშვილი და ამავე პროგრამის კონსულტანტი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ იმ მიდგომებსა და მეთოდებს, რომლებიც დაეხმარებათ სკოლებში კლუბური შეხვედრების დაგეგმვასა და წარმართვაში. აღნიშნული შეხვედრები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და ერთობლივი აქტივობები დაგეგმონ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: პრეზიდენტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში საზეიმო წირვას დაესწრო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ