პრეზიდენტი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში საზეიმო წირვას დაესწრო
სამტრედიაში საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აღავლინა. პრეზიდენტმა ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს იუბილე მიულოცა და სალოტბარო სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ღვთისმსახურებას თბილისის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღმრთო ლიტურგია უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მღვდელმთავართა თანამსახურებით აღავლინა. ამ დღეს ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავთან ერთად საკათედრო ტაძრის კურთხევის
15 წლისთავიც აღინიშნა.
იმავე დღეს სამტრედიაში წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლის შენობა გაიხსნა. მიხეილ ყაველაშვილმა ეპარქიის იუბილესა და სკოლის გახსნას შორის კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უწყვეტობა მომავალ თაობებზე მისი გადაცემით არის შესაძლებელი.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მეუფე საბასა და ყველა მღვდელმთავარს, ვისი ძალისხმევითაც ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა. ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს დღევანდელ ღირსშესანიშნავ თარიღს, ხოლო სალოტბარო სკოლას წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ!“ — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: პრეზიდენტი: „ქვეყნის მომავალი ისტორიულ მემკვიდრეობას უნდა ეფუძნებოდეს“.
