არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძეს ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

დღეს 08:00
56
არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე — „პავლე მოციქული, როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი“.

2026 წლის 17 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის სადოქტორო დისერტაციის დაცვა გაიმართა. ნაშრომი ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად იყო წარდგენილი.

დოქტორანტის სადისერტაციო თემას წარმოადგენდა „პავლე მოციქული, როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი“. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი თენგიზ ირემაძე იყო.

სადისერტაციო კომისიამ დადებითად შეაფასა არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის მიერ შესრულებული კვლევითი სამუშაო და დისერტაციის დაცვის შედეგად მას ფილოსოფიის დოქტორის

აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ