გარდაიცვალა სვეტიცხოვლის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ბაგრატი

დღეს 11:06
24
მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი) 21 ნოემბერს მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაიკრძალება.

18 ნოემბერს გარდაიცვალა სვეტიცხოველში არსებული წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი).

გარდაცვლილი ამჟამად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

21 ნოემბერს, შაბათს, 14:00 საათზე მონაზონის ცხედარს თბილისში გადაასვენებენ. იგი მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაიკრძალება.

მონაზონ ბაგრატის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და თანაგრძნობას უცხადებენ მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ნეკრესელი მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ