ფრანკფურტში სიმპოზიუმი „საღვთისმეტყველო განათლება დღეს – გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა

დღეს 10:47
48
საერთაშორისო სიმპოზიუმი „საღვთისმეტყველო განათლება დღეს – გამოწვევები და შესაძლებლობები“ საერთაშორისო სიმპოზიუმი „საღვთისმეტყველო განათლება დღეს – გამოწვევები და შესაძლებლობები“

სიმპოზიუმში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა გერმანიისა და ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

12-13 ნოემბერს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, წმინდა გიორგის სახელობის ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სიმპოზიუმი „საღვთისმეტყველო განათლება დღეს – გამოწვევები და შესაძლებლობები“ გაიმართა.

ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა საქართველოს ქრისტიანული კულტურის წარმოჩენას, ასევე საღვთისმეტყველო განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ისტორიაში.

სიმპოზიუმის მუშაობაში გერმანიისა და ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის, პროფესორ გიორგი ხუბუას მხარდაჭერითა და პირადი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რომელიც სიმპოზიუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ისა და საქართველოს ეკლესიის სახელით მიმართა, მადლობა გადაუხადა მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ კონსულ გიორგი ხუბუასა და წმინდა გიორგის სახელობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას. მისი მოხსენება საქართველოში საღვთისმეტყველო განათლების აღორძინებასა და განვითარებას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობის პერიოდში შეეხებოდა.

საკუთარი მოხსენებებით სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა და რექტორის თანაშემწე, დოქტორი თამარ სანიკიძე. მათ ვრცლად ისაუბრეს საქართველოში საღვთისმეტყველო განათლების ისტორიულ გამოცდილებასა და თანამედროვე მიდგომებზე. სასულიერო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ელისაბედ აბულაძემ კი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა საღვთისმეტყველო განათლების სფეროში.

ორდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქრისტიანული ტრადიციის ადგილსა და როლს თანამედროვე საზოგადოებაში, ასევე იმ გამოწვევების გაანალიზებას, რომელთა წინაშეც დღეს საღვთისმეტყველო განათლება დგას.

სიმპოზიუმის დასასრულს მონაწილე მეცნიერებმა

და ორგანიზატორებმა სამომავლო საქმიანობისა და თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს და მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ნიუ-იორკში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილე აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ