მახათას მთაზე სკოლის მოსწავლეებმა ნერგები დარგეს

გუშინ 22:36
88
მოსწავლეებმა ხეები დარგეს მახათას მთაზე. ფოტო: მჟკ მოსწავლეებმა ხეები დარგეს მახათას მთაზე. ფოტო: მჟკ

გარემოს დაცვისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მახათას მთაზე გამწვანების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მახათას მთაზე გამწვანების ღონისძიება ჩატარდა. აქტივობაში სსიპ – ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ტერიტორიაზე სხვადასხვა ნერგი დარგეს და გარემოს დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიების მიზანი გარემოზე ზრუნვის, გამწვანების მნიშვნელობისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.

ნერგების დარგვის პროცესში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული მონაწილეობით გაცნობოდნენ გარემოს დაცვის მნიშვნელობას და გაეაზრებინათ, რომ თითოეული ადამიანის ჩართულობა ბუნების შენარჩუნებისა და უკეთესი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ღირებულებების დამკვიდრებას, ბუნებისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

მახათას მთაზე გამართული ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია ეკოლოგიურად პასუხისმგებელი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მწვანე გარემოს შენარჩუნებისკენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმ. თომას ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ