სოფელ ნაკიფუში გრძელდება ტაძრის მშენებლობა

დღეს 15:36
48
წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. ფოტო: Zugdidi-Tsaishi Diocese წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. ფოტო: Zugdidi-Tsaishi Diocese

მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ტაძარში გუმბათის ყელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სოფელ ნაკიფუში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება.

ამჟამად ტაძარში გუმბათის ყელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო პროცესის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი შრომით, შემოწირულობებითა და თანადგომით მონაწილეობენ ამ კეთილ საქმეში.

ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორები მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანს გაწეული დახმარებისა და გულშემატკივრობისთვის და აღნიშნავენ, რომ თითოეული ადამიანის წვლილი ფასდაუდებელია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ