მიტროპოლიტმა გერასიმემ არჩილ ჩხიკვაძე მღვდლად აკურთხა

გუშინ 15:26
112
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვის დროს მღვდლად ხელდასხმის საიდუმლო შესრულდა.

საკვირაო საღმრთო ჟამისწირვაზე, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის პროტოდიაკონ არჩილს (ჩხიკვაძეს) მღვდლად დაასხა ხელი.

ხელდასხმის შემდეგ არჩილ ჩხიკვაძე ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დადგინდა.

საღმრთო ჟამისწირვას სტუმრად ესწრებოდნენ თბილისის წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამ გამცემლიძე და ათონის წმინდა მთის სიმონოპეტრას მონასტრის მონაზონი პროდრომე.

წირვის დასრულების შემდეგ ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქმა შიო III-მ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა აღასრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ