რელიგიის სააგენტომ წალკის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

დღეს 10:47
84
რელიგიის სააგენტომ წალკის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. ფოტო: State Agency For Religious Issues რელიგიის სააგენტომ წალკის ეპარქიას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. ფოტო: State Agency For Religious Issues

წალკაში მცხოვრები სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ მიერ გამოგზავნილი 16 ფუთა ტანსაცმელი გადაეცა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

აქციის ფარგლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს გრიგოლ კაციას წალკაში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობისთვის საერთაშორისო

ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება – 16 ფუთა ტანსაცმელი გადასცეს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სერგო კერესელიძე.

ჰუმანიტარული

დახმარება წალკაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: სტეფანწმინდაში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ