ხარაგაულში „ხარაგაულობა 2026“ გაიმართა
საზეიმო ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი დაესწრო – მუნიციპალიტეტში ცხრა საპატიო ხარაგაულელი დააჯილდოვეს.
2026 წლის 11 ნოემბერს დაბა ხარაგაულში სახალხო დღესასწაული „ხარაგაულობა 2026“ გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) დაესწრო. მეუფემ შეკრებილი საზოგადოება დალოცა და დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიების ფარგლებში ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საზოგადოებას ცხრა ახალი საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. მერის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭათ:
- ტატო გრიგალაშვილს — მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ჭიდაობაში;
- გივი ჭიჭინაძეს — საქართველოს პარლამენტის წევრს;
- ზეინაბ ბუაჩიძეს — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ისტორიის პედაგოგს;
- ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძეს — ბიზნესმენსა და ქველმოქმედს;
- გია აბაშიძეს — პოლიტიკის ექსპერტს;
- თამარ ებანოიძეს — მედიცინის დოქტორს, პროფესორს;
- ლადო ბოჟაძეს — საქართველოს პარლამენტის წევრს;
- ინეზა კელენჯერიძეს — წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგს;
- ზაურ ბერაძეს — საქართველოს ჩემპიონს ჭიდაობაში.
საზეიმო ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა გასულ წელს საპატიო ხარაგაულელის წოდების მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე.
საპატიო ხარაგაულელები კობა ლურსმანაშვილმა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელ იზა ვეფხვაძესთან ერთად წარადგინა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი და სხვა მოწვეული სტუმრები.
„ხარაგაულობა 2026“ ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით დასრულდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ნინოობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.
