სამთავისისა და კასპის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები ფუნქციონირებს

დღეს 10:46
6
ღირებულებითი განათლების კლუბი სამთავისისა და კასპის ეპარქიაში. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი ღირებულებითი განათლების კლუბი სამთავისისა და კასპის ეპარქიაში. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

ყოველკვირეული შეხვედრები ბავშვებსა და მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებას ემსახურება.

მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან სამთავისისა და კასპის ეპარქიის 15 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები აქტიურად ფუნქციონირებს. შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება და წარმატებით მიმდინარეობს.

კლუბების მიზანია, ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმაროს მნიშვნელოვანი ღირებულებების გააზრებასა და განვითარებაში, ხელი შეუწყოს მათ პიროვნულ ჩამოყალიბებასა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.

ამ თემაზე გორისა და ატენისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიების სამრევლო სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრება გაიმართა
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ახალგაზრდები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის მისია, ხედვა და პერსპექტივა, ღირებულებები და თავისუფლება. აღნიშნული თემები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე, არჩევანსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც ადამიანის ცხოვრებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას განსაზღვრავს.

პროექტი „ღირებულებითი განათლება“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ