ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე იობის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება ქრისტიანულ მორალს სცილდება

დღეს 14:26
497
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: 1tv.ge დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: 1tv.ge

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სასულიერო იერარქის მიმართ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება არა მხოლოდ პიროვნების, არამედ ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შეფასებებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, მეუფე იობის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი გამონათქვამი ქრისტიანულ მორალსა და ლექსიკას სცილდება.

„მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალსა და ლექსიკას; მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

საერთოდ, ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.

აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს შეურაცხყოფის გარეშე“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღეა, სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანია რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგება, რომელშიც მან ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

ქადაგებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მიტროპოლიტის განცხადებებს მოჰყვა როგორც კრიტიკული შეფასებები, ისე მხარდამჭერი პოზიციები. ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარებიც.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ