ქვათახევის მონასტრის ბერდიაკვანი კირიონი კიშინიოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახდა

დღეს 11:31
84
ბერდიაკვანი კირიონი კიშინიოვის სასულიერო სემინარიაში. ფოტო: Kvatakhevi Monastery ბერდიაკვანი კირიონი კიშინიოვის სასულიერო სემინარიაში. ფოტო: Kvatakhevi Monastery

მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრიას განცხადებით, მამა კირიონი სემინარიაში მეორე კურსზე ჩაირიცხა.

ქვათახევის მონასტრის ბერდიაკვანი მამა კირიონი მოლდოვაში, კიშინიოვის სასულიერო სემინარიის მეორე კურსზე ჩაირიცხა.

აღნიშნულ ინფორმაციას ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია ავრცელებს და ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით სიხარულს გამოხატავს.

„მამა კირიონი ღირსეული სასულიერო პირია, რომელმაც დაუღალავი შრომითა და რწმენით მიაღწია დასახულ მიზანს და სემინარიის სტუდენტი გახდა.

მადლობას ვწირავთ უფალს ყოველივე ამისთვის. გვჯერა, დღეს ზეცაში ხარობს მეუფე დამიანეს სულიც, რადგან აღსრულდა მისი სურვილი და სულიერი შვილისთვის მიცემული ლოცვა-კურთხევა.

ასევე, გულითად მადლობას ვუხდით მეუფე ანდრიას გვერდში დგომისა და სიყვარულისთვის. მეუფე ჩვენთვის ჭეშმარიტი ქრისტიანის მაგალითია“, – აღნიშნავს არქიმანდრიტი ანდრია.

ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი მამა კირიონს წარმატებას უსურვებს და მადლობას სწირავს უფალს ამ სასიხარულო მოვლენისათვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ კასპის წმინდა გიორგის ტაძარში შეჭირვებულთა დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ