კასპის წმინდა გიორგის ტაძარში შეჭირვებულთა დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია გაიმართება

28 დეკემბერი 2025 11:45
135
კასპის წმინდა გიორგის ტაძარი. ფოტო: ღია წყარო კასპის წმინდა გიორგის ტაძარი. ფოტო: ღია წყარო

30 დეკემბერს ტაძრიდან თითო კილო ტკბილეული გაიცემა — ინიციატივა სრულად სამრევლოსა და უბრალო მოქალაქეების შემოწირულობებით ხორციელდება.

სამშაბათს, 30 დეკემბერს, კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან შეჭირვებულ ოჯახებს თითო კილო ტკბილეული გადაეცემათ. საქველმოქმედო აქცია ტაძრის სამრევლოს ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს მხარდაჭერა გაუწიოს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა.

ტაძარში განმარტავენ, რომ ყველა მსგავსი საქველმოქმედო საქმე სრულად ეფუძნება სამრევლოს წევრების, ასევე საქართველოში და ემიგრაციაში მცხოვრები უბრალო ადამიანების შემოწირულობებს. აღნიშნულ ინიციატივებს არ აქვს არანაირი გარე დაფინანსება — არც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არც კერძო საწარმოებიდან, ბიზნესის წარმომადგენლებისა თუ შეძლებული პირების მხრიდან.

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის სამრევლო აღნიშნავს, რომ არსებული რესურსებით ცდილობენ გააკეთონ ის სიკეთე, რაც მათ ძალებს ფარგლებშია და მადლიერებას გამოთქვამენ თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც გულით მონაწილეობს დახმარების საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატიო ამბროლაურელის ჯილდო გადაეცა: მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი).

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ