ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში შეხვედრები გრძელდება
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრების ფარგლებში სასულიერო პირებმა ისაუბრეს თემებზე: „ღირებულებები“ და „ადამიანის მისია“.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში საგანმანათლებლო ინიციატივის — „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება.
10 ნოემბერს მღვდელმა აკაკი აფხაზავამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მეორე საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო „ღირებულებები“.
11 ნოემბერს კი დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ ბათუმის მეათე საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბებში შეხვედრები ჩაატარა. საუბარი შეეხო თემას — „ადამიანის მისია“.
შეხვედრების მიზანია მოსწავლეებში ღირებულებითი ცნობიერების გაღრმავება და მნიშვნელოვან სულიერ და ზნეობრივ საკითხებზე მათი დაფიქრება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.
