გელათის სასულიერო აკადემიაში სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა
კონფერენციაზე სტუდენტებმა დოგმატიკის, პატრისტიკისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ მოხსენებები წარადგინეს.
2026 წლის 11 ნოემბერს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის ხელმძღვანელობით, სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა სხვადასხვა საღვთისმეტყველო თემაზე მომზადებული მოხსენებები წარადგინეს.
მომხსენებლები და მათი თემები:
- ზურაბ შარაშენიძე — ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტი. თემა: „მოციქულთა კრება — პროტოტიპი მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებებისა“. ხელმძღვანელი: ნიკოლოზ გვილავა.
- გიორგი გვაზავა — მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი. თემა: „მოციქულთა თავის, წმინდა პავლე მოციქულის მიერ ათენის არეოპაგში წარმოთქმული სიტყვის საღვთისმეტყველო ანალიზი“. ხელმძღვანელი: ნიკოლოზ გვილავა.
- ნიკოლოზ გაგნიძე —
- მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი. თემა: „ისლამური ასკეტიზმი“. ხელმძღვანელი: კახაბერ კილაძე.
- გიგა ბოლქვაძე — ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი. თემა: „ღირსი ისააკ ასური ადამიანური ცოდნისა და რწმენის შესახებ“. ხელმძღვანელი: დავით ხანთაძე.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტთა სამეცნიერო და კვლევითი უნარების განვითარებას, საღვთისმეტყველო საკითხების სიღრმისეულ შესწავლასა და აკადემიური მსჯელობის კულტურის გაღრმავებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ქუთაისში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას აქვეყნებს
დღეს 17:10
ხარაგაულში „ხარაგაულობა 2026“ გაიმართა
დღეს 11:20
