გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად პირადად იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც თან ურთავს გელათში მოსული უხვი ნალექის პირობებში გამათბობელი აგრეგატების მიერ გამთბარი ზედაპირებიდან დნობის შედეგად ჩამოცვენილი თოვლის მასების ამსახველ ვიდეოს.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, შესაბამის დროის ინტერვალოებით, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით.
ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად პირადად იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წალენჯიხაში მაცხოვრის მოზაიკური ნიში აღიმართა.