პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ბაგრატის ტაძრის ეზოში განხორციელდა

დღეს 12:30
7
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ბაგრატის ტაძრის ეზოში პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ ბაგრატის ტაძრის ეზოში

მოსწავლეებმა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს, ლოცვა-კურთხევით ნერგები დარგეს და გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდნენ.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის — „ჩემი პირველი ნერგი“ — ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი ნერგი დარგონ და მის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვების პროცესში ჩაერთონ.

პროგრამის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის ხელშეწყობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრება.

ამ თემაზე 106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმ. თომას ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს
გამწვანების ღონისძიებაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის წევრები, დეკანოზი თეოდორე ფარნაშვილი და საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ მონაწილეობდნენ.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს, ლოცვა-კურთხევით ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში ნერგები დაირგო.

ინიციატივა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვის პრაქტიკული გამოცდილებაა, არამედ პასუხისმგებლობის, ბუნების სიყვარულისა და მომავალ თაობებზე ზრუნვის მნიშვნელოვანი მაგალითიც.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ