რენის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში ღია კარის დღე გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს გააცნეს საკვირაო სკოლის მიზნები, სასწავლო პროგრამა და ბავშვთა სულიერი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარების მიმართულებები.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, 8 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოში საკვირაო სკოლის ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებას სამრევლოს წევრები, ბავშვები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საკვირაო სკოლის მიზნები, სასწავლო პროგრამა და ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ სკოლა ბავშვებისა და მოზარდების სულიერ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას, ქრისტიანული ღირებულებების გაცნობასა და განმტკიცებას ემსახურება.
ღია კარის დღე სამრევლო საზოგადოების გაერთიანებისა და მშობლებისთვის საკვირაო სკოლის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა იყო.
სამრევლო ღვთის კურთხევას, მფარველობასა და წარმატებას უსურვებს მოძღვარს, დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილს, ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ რენში ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარი მომლოცველებისთვის ღია იქნება.
