11 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს სერაპიონ ზარზმელს მოიხსენიებს

დღეს 09:48
63
ღირსი სერაპიონ ზარზმელი ღირსი სერაპიონ ზარზმელი

წმიდა სერაპიონ ზარზმელი სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და ქართული სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 11 ნოემბერს ღირს სერაპიონ ზარზმელს მოიხსენიებს, რომელიც კლარჯელი აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ღვთისმოშიში და ქველმოქმედი ადამიანები იყვნენ, რომლებიც საკუთარ ნაშრომს გაჭირვებულთა დახმარებას ახმარდნენ.

სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრების მოსურნე სერაპიონი უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად, ღირს მიქელ პარეხელს დაემოწაფა. სულიერი მოღვაწეობითა და სათნოებებით გამორჩეული სერაპიონი მოძღვარმა მღვდლად აკურთხა.

ამ თემაზე ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაშია დაბრძანებული
წმინდანის ხსენების დღეს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

ღვთის განგებით, ღირსმა მიქელ პარეხელმა სერაპიონსა და იოანეს სამცხეში მონასტრის აშენება დაავალა. ძმებმა თანამოსაგრეებთან ერთად იმ მხარეს მიაშურეს, სადაც მოგვიანებით ზარზმის მონასტერი დაარსდა.

მონასტრის მშენებლობას მრავალი დაბრკოლება ახლდა. ბერებს თავდაპირველად ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინააღმდეგობაც შეხვდათ, თუმცა ღვთის შეწევნითა და კეთილმსახური ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის, მხარდაჭერით სავანის მშენებლობა შეძლეს.

ტაძრის ასაშენებლად ადგილის შერჩევისას ღირსმა სერაპიონმა და იოანემ ლოცვითა და კანდელების საშუალებით ღვთის ნება გამოიკვლიეს. საბოლოოდ, ეკლესიის საძირკველი იოანეს მიერ შერჩეულ ადგილზე ჩაიყარა. სამწლიანი შრომის შემდეგ ტაძრის მშენებლობა დასრულდა და მასში ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი დააბრძანეს.

ღირსმა სერაპიონმა მონასტერში საეკლესიო წესები და კანონები განაწესა და იგი ძმათა კრებულის სულიერ ცხოვრებას ხელმძღვანელობდა.

სიცოცხლის მიწურულს წმიდა მამამ ძმები დამოძღვრა და მონასტრის წინამძღვრად ღირსეული მღვდელ-მონაზონი გიორგი დაადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ, ზიარების მიღებისა და ძმებისგან ლოცვის თხოვნის შემდეგ, სული უფალს შეჰვედრა.

ღირსი სერაპიონი პატივით დაკრძალეს მონასტრის საკურთხევლის აღმოსავლეთით. მოგვიანებით, მისი ძმისწულის, ბასილ ზარზმელის, მიერ წმიდანის ნაწილები ახალ ტაძარში გადასვენდა.

ღირსი სერაპიონ ზარზმელის მოღვაწეობა ქართული

სამონასტრო ტრადიციის გამორჩეული ნაწილია. მის სახელს უკავშირდება ზარზმის სავანის დაარსება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სულიერი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: 9 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელს იხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ