ეკლესია ღირსმოწამე ანასტასია რომაელს მოიხსენიებს

დღეს 08:35
70
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი. ფოტო: oca.org ღირსმოწამე ანასტასია რომაელი. ფოტო: oca.org

ანასტასია სამი წლის იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალა. ობოლ გოგონაზე ზრუნვა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ, იტვირთა და იგი ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა.

ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით — იმპერატორ დეკიუსის (249-251), სხვა წყაროს მოწმობით კი — ვალერიანეს (253-260) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა ერთმა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ, იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობოსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ანასტასია.

ამ თემაზე 9 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელს იხსენებს
წმიდა ნესტორი 306 წელს, ქალაქ თესალონიკში, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისთვის ეწამა.

ქრისტეს ტარიგი, რომელსაც თავისმა გამზრდელმა და მოძღვარმა მოწამეობრივ ღვაწლზე მისცა კურთხევა, მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს.

პრობოსმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბლველობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადაბირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისთვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო:

„ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული — იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ დაიწყო ღვთის რჩეულის სასტიკი ტანჯვა: მარტვილის არაადამიანური წამებისა და აბუჩად აგდების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, ქალაქის თავი იძულებული გახდა, შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გაეცა. ნეტარის

ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს მხეცების საჯიჯგნად, მაგრამ უფალმა არ დაუშვა სიწმიდის შეურაცხყოფა: ზეგარდამო მინიშნებით წმინდა ანასტასიას აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია მოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა: მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეებს ტროფიმეს, საბატის და დორიმედონტს მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ